დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
  დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:37 27.02.2017
თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, სამგორის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში კი, 11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.



ბეჭდვა