„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დღეს, სასტუმრო „ბეტსში“ ახალი
ანგარიშის - “სახელმძღვანელო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” პრეზენტაციას გამართავენ.
ანგარიშში განხილულია ის საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი საკანონმდებლო გარანტიები, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინფორმაციის თავისუფლებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული სახელმძღვანელო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნულმა ბიუროებმა შეადგინეს.
