ვაკისა და საბურთალოს ნაწილს წლის მიწოდება შეუწყდება
ვაკისა და საბურთალოს ნაწილს წლის მიწოდება შეუწყდება
17:58 26.02.2017
ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩაზე, მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად, სადიაგნოსტიკო-მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 26 თებერვალს, 13:00 საათიდან, საღამოს 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება თამარაშვილის, გ. სვანიძის, გაბაშვილის, ყიფშიძის, წყნეთის და უნივერსიტეტის, საბურთალოს, კარტოზიას, შევარდენიძის ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს და საირმის გორას.

ბეჭდვა