სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „თელასდიდან“ აცნობეს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სამგორის რაიონის ნაწილს, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის I კვარტლის, 31-ე ქარხნის დასახლების, ლილოს დასახლების და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგია ამავე საათებში არ ექნებათ ნაძალადევის რაიონის ზოგიერთი ქუჩის მოსახლეობას, გურამიშვილის გამზირს (ნაწილობრივ) და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განლაგებულ დევნილების კომპაქტურად დასახლების ობიექტებს, ასევე, დიდუბის რაიონის ნაწილს, წერეთლის გამზირს (ნაწილობრივ), ვანის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, საგურამოს, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებს.
ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე გლდანის V და VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებსაც შეეზღუდება. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კი - ვაზისუბნის დასახლებას, ოძისის, ახალუბნის, კვალეთის, ნიაბის, კვესეთის, ფშავის და მიმდებარე ქუჩებს.
