კომუნიკაციების ეროვნული კომისია სატელევიზიო მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება
კომუნიკაციების ეროვნული კომისია სატელევიზიო მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება
15:38 24.02.2012
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს არ ეთანხმება.
კომისიის წარმომადგენლები კვლევის შედეგებს დღეს გაეცნენ. მათი განცხადებით, ანგარიშში კომისიის მიმართ გამოთქმული პრეტენზიების უმეტესობა დაუსაბუთებელია. როგორც კომისიის სამართლებრივი დეპარტამეტის უფროსმა - კახა ხუროშვილმა განაცხადა, კომისია მიღებული რეკომენდაციებიდან მხოლოდ ორს გაითვალისწინებს. ეს რეკომედაციები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ გვერდზე ხშირად დასმული კითხვებისა და ცნობარების გამოქვეყნებას და საინფორმაციო ბიულეტენების გამოცემას ეხება. ხუროშვილის თქმით, დანარჩენ შვიდ საკითხს კომისია არ განიხილავს.
შეგახსენებთ რომ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სატელევიზიო მედიასივრცის გაუმჯობესებისთვის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მონიტორინგი ჩაატარეს. მის ფარგლებში შესწავლილ იქნა სატელევიზიო მაუწყებლობოს შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პროექტის ორგანიზატორებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გასათვალისწინებლად გადაუგზავნეს.

ბეჭდვა