დავით ნარმანიამ იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
დავით ნარმანიამ იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
15:45 25.02.2017
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ კოჯორში, იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილი მეომრები გაიხსენა.

დავით ნარმანიას განცხადებით, დღეს იმ ღირსეული ადამიანების მოგონების დღეა, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად გაწირეს თავი.

„დღევანდელი დღე იმ ღირსეული ადამიანების მოგონების დღეა, ვინც თავი იმ ყველაფერს შესწირა, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის შემდგომი განვითარება, თავისუფლება ჰქვია. ისინი იბრძოდნენ, რათა მტერი არ შემოსულიყო ქალაქში და დაეცვათ ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენთაგანის ვალია, გავიხსენოთ ეს ღირსეული ადამიანები, ყოველწლიურად ამოვიდეთ აქ, ამ ადგილას, სადაც ისინი იბრძოდნენ და მათ პატივი მივაგოთ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად, მემორიალი ყვავილებით, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა შეამკეს.


ბეჭდვა