საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
  საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
17:42 24.02.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ, 25 თებერვალს ელექტრომომარაგება
დროებით შეუწყდება.

კერძოდ, 02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და ჯორჯ ბალანჩივაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა