დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
09:35 23.02.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:


ნაძალადევის რაიონი
აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს შეეხება.

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს შეეხება.

ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
ბეჭდვა