დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
16:51 21.02.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:

გლდანის რაიონი
ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი
ჭიათურის, სიმონ ჩიქოვანის და ახალშენის ქუჩების მაცხოვრებლებს კი ელექტრომომარაგება 12 საათიდან 14 საათამდე შეუწყდება.





ბეჭდვა