ზურაბ პატარაძე ტრეფიკინგის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ჩაერთო
ზურაბ პატარაძე ტრეფიკინგის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ჩაერთო
17:57 20.02.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და ტრეფიკინგზე მოთხოვნის შემცირების საინფორმაციო კამპანიის გახსნის ღონისძიებაში ჩაერთო, რომელიც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს გაიმართა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას ზურაბ პატარაძე მიესალმა.
„ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადმიანებით ვაჭრობა ყოვლად დაუშვებელია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და ამაღლდეს ცნობიერება. თითოეულმა მოქალაქემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი დანაშაული აღვკვეთოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, სახელმწიფო სამსახურებს, არასამთავრობოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველას, ვინც ჩართულია ამ საქმიანობაში მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, პროგრამებით და ბრძოლით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმალური იყოს ტრეგფიკინგის შემხვევები ჩვენს რეგიონში ამ მხრივს მდგომარეობა გამოსწორდეს. 21-ე საუკუნეა და ჩვენ უსაფრთხო გარემო გვჭირდება. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და რეალურად ვითვლებით ერთერთ ყველაზე უსაფრთხო რეგიონად მსოფლიოში და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა შესანარჩუნებელია“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
უწყების ცნობითვე, აღნიშნული ღონისძიება არის პროექტის „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირება“ ნაწილი. პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) მიერ და ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ფინანსდება.



ბეჭდვა