კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო , თბილისის
ზოგიერთი რაიონის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:
მთაწმინდის რაიონი
აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის და 8 მარტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ალექსეევკის, ორხევის დასახლების, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, პეტრიწის, სააკაძის, ფიროსმანის, ესენინის, ახვლედიანის, მუხაძის და ჩანტლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
