ილია მეორე დღეს საქართველოში დაბრუნდება
ილია მეორე დღეს საქართველოში დაბრუნდება
09:32 20.02.2017
სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში დღეს, 18:00 საათზე დაბრუნდება.

ილია მეორეს „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდა.

პატრიარქი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
ბეჭდვა