ილია მეორე ხვალ საქართველოში დაბრუნდება
ილია მეორე ხვალ საქართველოში დაბრუნდება
18:30 19.02.2017
სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში ხვალ, 18:00 საათზე დაბრუნდება.
ილია მეორეს „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდა.
პატრიარქი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.


ბეჭდვა