ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მაუწყებლობის საპროტესტო რეჟიმზე გადადის.
ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ტელეკომპანიის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ხვალ, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საპროტესტო აქცია ხალხმრავალი იქნება.
„ვაპროტესტებთ უსამართლობას“-ნათქვამია ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ბანერში.
