თუშეთში მაშველებმა 66 წლის მამაკაცი, გელა სისაური გადაარჩინეს, რომელმაც
თვითმკვლელობა სცადა.
დაშავებული თუშეთიდან თელავის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდება.
როგორც დაზარალებულის მკურნალმა ექიმმა განაცხადა, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ წაიქცა და ორივე ფეხი დაიზიანა, გუშინ კი ვენები გადაიჭრა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის გელა სისაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
