დიდუბის გამგეობის ორგანიზებით ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი- „დიდუბე 2017“ გაიმართა
დიდუბის გამგეობის ორგანიზებით ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი- „დიდუბე 2017“ გაიმართა
12:25 16.02.2017
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩოგბურთელ გია ელერდაშვილის სახელობის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 16-დან 75 წლამდე 90-მა მოყვარულმა ჩოგბურთელმა მიიღო.

ერთეულთა თანრიგში გამარჯვება დიდუბის რაიონში მცხოვრებმა ზვიად კალმახელიძემ, ხოლო წყვილებში- ალექსანდრე ჩეკულაევმა და გიორგი კერესელიძემ მოიპოვეს.

გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან სპორტული მაღაზიის ვაუჩერები, მედლები და თასები გადაეცათ.




ბეჭდვა