საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ბერლინის საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერენ.
როგორც პატრიარქის ექიმები აცხადებენ, მისი პოსტოპერაციული პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
„ყველა პარამეტრი ნორმაშია. მისი მკურნლი ექიმის თქმით, პოსტოპერაციული პერიოდი მიდის მშვიდად, გართულების გარეშე და პატრიარქს აქვს დიდი სურვილი, რაც შეიძლება დროზე დაბრუნდეს საქართველოში. ალბათ ის რამდნეიმე დღეში იქნება საქართველოში“- განაცხადა კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.
პატრიარქს ბერლინის საავადმყოფოში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდა.
