"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს უმასპინძლა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ მე-2 და მე-3 კლასის 20 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად ნეთბუკები გადასცა. კომპიუტერებში სასწავლო-შემეცნებითი პროგრამებია ჩატვირთული, რაც მათ სწავლაში და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებაში დაეხმარებათ.
სამინისტრო მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას კვლავ გეგმავს.
