თბილისის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ზოგიერთ რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
17:25 09.02.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:


ვაკის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაკელიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაქტიონ ტაბიძის და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა