კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ, 7
თებერვალს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის II შესახვევისა და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის გამგეობის მოთხოვნით, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქრების და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
