დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 6 მისამართზე დასრულდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასფალტის დაზიანებული საფარი და ბორდიურები მოიხსნა, ამის შემდგომ კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი საფარი დააგო.
მოწესრიგდა დიდუბის რაიონის შემდეგი ქუჩები:
მიქელაძის ქუჩის N11-ში, ასევე მიქელაძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე, კერესელიძის ქუჩის N1-ში, აგლაძის ქუჩის N37-ში, ასევე დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-19 კორპუსთან და 147-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქტორმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული ყველა სახის სამუშაო შეასრულა.
უწყების ცნობითვე, ამ ეტაპზე კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შემდეგ ქუჩებზე მიმდინარეობს. კერძოდ:
აკ. წერეთლის გამზირის N105,111-სა და 113-ში, ასევე მე-3 კორპუსთან, აგლაძის ქუჩის N38-ში, ხოშარაულის 25-ში, თ. მღვდლის ქუჩის N13-ში და გვეტაძის ქუჩაზე.
