თბილისის გარკვეულ უბნებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა, ანა პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) და ჯიქიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო კი, 12 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიას, მთაწმინდის რაიონში, გოგებაშვილის, გუნიას, ბაშალეიშვილის და ალეკო შენგელაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
