სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულ ახალ მშენებლობას მოსახლეობა
აპროტესტებს. მათ დღეს საპროტესტო აქცა გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მრავალსართულიანი კორპუსი მათი საცხოვრებელი სახლიდან 3 მეტრის დაშორებით შენდება, რაც დაუშვებელია.
„უკვე სამი კვირაა ერთი და იგივეს ვაპროტესტებთ, კორპუსის გვერდით სამ მეტრში მრავალსართულიან შენობას გვიშენებენ. კორპუსს ცალმხრივი განათება აქვს და საერთოდ მზის სხივის, ჰაერისა და ეზოს გარეშე ვრჩებით. ვითხოვთ, რომ არქიტექტურის სამსახურმა და მერიამ ეს ნებართვა გააუქმონ. ასევე, დაგვიტოვონ სკვერის ადგილი რაც გვეკუთვნის“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოსახლეობის მტკიცებით, მშენებელი კომპანია მათ სარეკრეაციო ზონის მოწყობას ჰპირდებოდა, თუმცა ახლა იმ ადგილას კორპუსს აშენებს.
