ტყიბულში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია
ტყიბულში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია
14:41 03.02.2017
ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში კვლავ დიდთოვლობაა.
ამჟამად თოვლის საფარმა სოფელ მუხურაში 2 მეტრს მიაღწია, ხოლო მუხურის მთაზე 5 მეტრს გადააჭარბა. სოფელში მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების დეფიციტი არ არის.
ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან პრესსამსახურის ინფორმაციით, მუხურა -ტყიბულის საავტომობილო გზა წლების განმავლობაში, ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობების გამო, 3-დან 5 თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, წელს კი ადგილობრივები თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან შემოვლითი გზით სარგებლობენ. ეს ალტერნატიული გზა რამდენიმე ათეული წელი არ ფუნქციონირებდა.
მისი რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა, რაც დიდთოვლობის პერიოდში მოსახლეობას რაიონულ ცენტრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.


ბეჭდვა