ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება
09:00 21.06.2012
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში დღეს სტუდია „მონიტორის“ მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება.

გამოძიებაში საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებიდან რამდენიმე ათეული პედაგოგის გათავისუფლების შესახებაა მოთხრობილი.

სტუდია „მონიტორმა“ ათამდე გათავისუფლებული პედაგოგის საქმე შეისწავლა და გამოარკვია, რომ პედაგოგები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კანონის დარღვევით არიან სამსახურებიდან გათავისუფლებული.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე, მოცემულია 2005 წელს დაწყებული განათლების რეფორმის სახეცვლილება.



ბეჭდვა