ისნისა და სამგორის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ისნისა და სამგორის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
18:35 01.02.2017
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ფოლადის წყალსადენის მაგისტრალური ქსელის დაზიანების გამო დღეს, 18:15 საათიდან ხვალ დილის 09:00 საათამდე ისნისა და სამგორის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.

შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:

ისნის რაიონი

ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელის ქუჩებს და შესახვევებს; ქინძმარაულის II შესახვევს; სამრეწველოს დასახლების I და II ქუჩებს; ციხისძირის, ნარგიზის, თეთრი წყაროს, დიდგორის, დოდაშვილის, მანავის, ბოლნისის, წულუკიძის და მიმდებარე ქუჩებს.


სამგორის რაიონი
მოსკოვის გამზირს; ნაკადულის, ოცხელების და იუნკერების ქუჩებს.



ბეჭდვა