გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას გაეცნენ
გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას გაეცნენ
19:18 20.06.2012
საკანონმდებლო საქმიანობაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დონეზე იმსჯელეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ   დავით ბაქრაძემ და გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტის წევრებმა.

როგორც შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრმა გიუნტერ ბაუმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობით და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით კანონშემოქმედებით სისტემაში.

გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ხვალ სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.




ბეჭდვა