ხვალ სამგორის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება
ხვალ სამგორის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება
14:01 30.01.2017
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, სამგორის რაიონის ზოგიერთ უბანს ტექნიკურ- აღდგენითი სამუშაოების გამო, ხვალ, წყალმომარაგება შეუწყდება.

კერძოდ, დილის 09:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება:

ვაზისუბნის დასახლებას და მიკრო რაიონებს, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, ჯავახეთის ქუჩა N66, 68-ს, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ონაშვილის ქუჩებს და მე-8 ლეგიონის დასახლებას.

ბეჭდვა