„შუახევიჰესის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
 „შუახევიჰესის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
13:43 28.01.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „შუახევიჰესის“ მშენებლობა, რომელსაც ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმო ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება. ჰიდროელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 187 მგვტ-ია, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 416 მლნ. აშშ დოლარი.
უწყების ცნობითვე, მხარეებმა ასევე "კორომხეთი ჰესის" პროექტის განხორციელების გზებზე ისაუბრეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

ბეჭდვა