ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია ჩატარდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია ჩატარდა
14:20 24.02.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კონფერენცია ჩატარდა სადაც ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები წარმოადგინეს, რომელშიც აჭარის  ფაუნის რეესტრი და ნუსხა იყო ასახული.
კონფერენციაზე საუბარი ეკოტურიზმის განვითარების საქმეში აჭარის ფაუნის რეესტრის გამოყენების შესაძლებლობას შეეხო. მოხსენებაში ასევე ყურადღება მიექცა პროექტის როგორც გამოყენებით, ასევე სამეცნიერო მნიშვნელობას. განიხილეს მისი სამომავალო პერსპექტივა როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული რეესტრის შექმნის საქმეში.

კონფერენციაზე სამეცნიერო შედეგებიც წარმოადგინეს, რომლებიც შეიძლება სამომავლოდ ცხოველთა ბიომრავალფეროვნებისთვის გამოიყენონ.




ბეჭდვა