საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს
სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამუშაო ვიზიტით მყოფ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს დირექტორის მოადგილე ჩანგ ვუს, ოკეანეებისა და თევზის სარეწების სამინისტროს დირექტორის მოადგილე კანგ ჰი იანგის, ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლი სუნგ კის და საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს ატაშეს ბუმი კიმს უმასპინძლეს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თავიანთი ქვეყნების ჰიდროგრაფიული სამსახურების საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
კორეის დელეგაციამ საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, სამსახურის მიერ დანერგილი თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიები დაათვალიერა. ასევე, გაეცნო სამსახურის მიერ ქაღალდისა და ელექტრონული რუკების წარმოების სპეციფიკას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობის, ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალის პოტენციალის ზრდისა (CAPACITY BUILDING) და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით გეგმები დაისახეს.
