მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
  მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
17:12 24.01.2017
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ 25 იანვარს მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება
დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება, კერძოდ:


მთაწმინდის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის და კრავეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოჟიოს და აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა