„ქართულ ჭიდაობას“ ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
„ქართულ ჭიდაობას“ ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
14:42 24.01.2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ქართულ ჭიდაობას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.
„ქართული ჭიდაობა ეს არის ჭიდაობის ქართული ეროვნული სახეობა, რომელიც საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც მეტყველებს. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე მიანიშნებს. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან რელიგიურ დღესასწაულებს სდევდა“-აცხადებენ კულტურის სამინისტროში.


ბეჭდვა