საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა
 საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა
10:52 24.01.2017
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

დევნილები ბინებს თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში მიიღებენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში უკვე 13 749 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.

ბეჭდვა