ხულოში, სოფელ თხილვანას მოსახლეობას უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება
ხულოში, სოფელ თხილვანას მოსახლეობას უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება
17:10 22.01.2017
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილვანას მკვიდრ მოსახლეობას, საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენა ემუქრება. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები ოჯახების განსახლება აუცილებელია, რადგან მეწყერსაშიში ზონაა.
ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას სოფლის სასწრაფოდ დატოვებას მოუწოდებს.
რისკის ქვეშ მყოფ თითოეულ ოჯახს ხელისუფლება თავდაპირველად სახლის დასაქირავებლად 300 ლარს სთავაზობს. შემდეგ კი მუდმივი საცხოვრებლის შესაძენად 25 ათას ლარს სთავაზობს.
ადგილობრივების განცხადებით 25 ათას ლარად მიწის და სახლის ყიდვა შეუძლებელია, ამიტომ ისინი უარს ამბობენ შემოთავაზებაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
თხილვანას მოსახლეობის მოთხოვნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა.
პატარაძის განცხადებით ამ ეტაპზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლების უსაფრთხოება უნდა იქნას უზრუნველყოფილი, მოგვიანებით კი მათთვის მუდმივი საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დაიწყება მუშაობა.
ხულოში უკვე მესამე დღეა თოვს.

ბეჭდვა