საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების,
კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია სადაც პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა შეხვედრა.
ჯეჯელავამ შეხვედრაზე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.
მან ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა. ასევე უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის შეცვლაზე და ქართველი მეცნიერების მიღწევებსა და პროფესიულ პროგრამებზე ისაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
ბოლოს, მინისტრმა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შეკითხვებს უპასუხა.
