თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
09:30 23.01.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციიით, დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება კერძოდ:
ნაძალადევის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, ბეჟანიშვილის, ქსოვრელის, ქართველიშვილის, ღრმაღელის, ინდუსტრიის, ლომთათიძის, ქართლის, ილურიძის, დაისის, კნოლევის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის და თმოგვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათგესის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის, იდუმალის, რაზიკაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, შატილის, ჟღენტის, ნუცუბიძის, გამრეკელის, გურიელის, პიკასოს, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ძოწენიძის და ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ოჟიოს და აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა