დღეს 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
12:39 19.01.2017
ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში 47-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დღეს კიდევ 700-მდე ბავშვს მონათლავს.
ნათლობა სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც პატრიარქი ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

ცნობისთვის, ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ბეჭდვა