ვანო მერაბიშვილი - 1 სექტემბრიდან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კუთხით შეფერხებები აღარ იარსებებს
ვანო მერაბიშვილი - 1 სექტემბრიდან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კუთხით შეფერხებები აღარ იარსებებს
11:29 20.06.2012
მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კუთხით არანაირი შეფერხება არ იარსებებს. ამის  შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, განახლებული საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობის ბრწყინვალე მაგალითია.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის საბოლოო მიზანი მისი მომსახურების ეფექტურობის გაზრდაა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სამსახურის შექმნით, უახლოეს 2 თვეში საქართველოში „პიკის საათების“ პრობლემები პრაქტიკულად აღარ იარსებებს.
„ხშირად პიკის საათებში, ცალკე აღებულ დაწესებულებებში როგორიც არის პატრული, სასაწრაფო, სამაშველო და ა.შ. გარკვეული შეფერხებები არსებობდა. 1 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღარ იარსებებს არცერთი შეფერხება და რაც ყველაზე მთავარია, ეფექტურად იქნება გამოყენებული სახელწიფო რესურსები“- განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ტიპის დახმარება უმოკლეს დროში მიიღოს.

ბეჭდვა