პრემიერი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო
პრემიერი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო
14:07 07.01.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.
საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
ღვთისმსახურების დაწყებამდე, სამების ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

ბეჭდვა