საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, გორში, 480 დევნილი ოჯახისთვის, 8 ათსართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.
განაცხადების მიღება გორში, შმაგის ქუჩა N1-ში, 2017 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.
ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=gaPElGPZlGc
