საზ.მაუწყებლის გენერალური დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა
საზ.მაუწყებლის გენერალური დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა
18:25 28.12.2016
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება შეწყდა. რეგისტრაცია 15-მა მსურველმა გაიარა.
პროცედურების თანახმად, 31 დეკემბერს კონკურსის პირველი ტური გაიმართება, სადაც ჩატარდება ფარული კენჭისყრა და გადაწყდება თუ ვინ გადავა მეორე ტურში, რომელშიც კანდიდატები საბჭოს წევრებს მათ ხედვებს წარუდგნენ და კითხვებს უპასუხებენ.
საბოლოო გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოს წევრებზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან 21 ნოემბერს გადადგა. როგორც ის მიიჩნევს, ტელევიზიას ახალი სისხლი სჭირდება და ამისთვის სწორედაც რომ შესაფერისი დროა.

ბეჭდვა