„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ მედიის მხარდამჭერი საინფორმაციო აქცია გამართა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ მედიის მხარდამჭერი საინფორმაციო აქცია გამართა
13:06 19.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნთან“ მედიის მხარდამჭერი საინფორმაციო აქცია გამართა და მძღოლებს ბუკლეტები დაურიგა.

როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, დღევანდელი აქცია საინფორმაციო შინაარსისაა და ის მიმართულია იმისკენ, რომ 21 ივნისს 15.00 საათზე მძღოლებმა და მოქალაქეებმა მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და სოლიდარობის ნიშნად, სიგნალი მისცენ თავისუფალ მედიას.

მისივე თქმით, 21 ივნისს დაგეგმილ აქციაზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები სამარშუტო ტაქსებში რადიომაუწყებლობის ჩართვას მოითხოვენ.

ასევე, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღესდღეობით მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ხალხს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალი ინფორმაცია.

ბეჭდვა