დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
09:41 28.12.2016
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 01 საათიდან 07 საათამდე თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, ვორონინის, ფიფიას და გორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ბორჯომის, ლებანიძის, ცაბაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა