დედაქალაქში წყლის ტარიფი უცვლელი რჩება. გადაწყვეტილება სემეკ-მა რამდენიმე წუთის
წინ, სხდომაზე გაასაჯაროვა.
ცვლილება კომერციულ ობიექტებს შეეხო. ისინი კუბურ მეტრზე 4,40 ლარის მაგივრად 4,41 თეთრს გადაიხდნიან.
ამასთან, რუსთავის აბონენტებს, რომელთაც მრიცხველი არ აქვთ, სულადობის მიხედვით, გაზრდილი ტარიფის, 2,20 თეთრის გადახდა მოუწევთ.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მცხეთაში ტარიფი სულადობის მიხედვით, მცირედით გაიზარდა და 2,033 ლარის ნაცვლად სულზე 2,036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება კომერციულ სექტროს-ტარიფი 3,729-დან 2,713 ლარამდე შემცირდა.
