კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ზოგიერთ ქუჩას
ელექტრომომარაგება შეუწყდება.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება კერძოდ: შარტავას, იოსებიძის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
