ირაკლი ღვალაძე ჩინეთში კონფერენციას დაესწრება
ირაკლი ღვალაძე ჩინეთში კონფერენციას დაესწრება
10:41 19.06.2012
საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე ჩინეთში გაემგზავრა, სადაც 20-26 მაისს აუდიოვიზუალური ნაწარმოების დაცვის თემაზე გამართულ დიპლომატიურ კონფერენციას დაესწრება.
კონფერენციას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ საქპატენტიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანია „აუდიოვიზუალური ნაწარმოების დაცვის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების საბოლოო ტექსტის შემუშავება და მიღება.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე შეხვედრას ჩინეთის რესპუბლიკის სასაქონლო ნიშნების უწყების ხელმძღვანელთან გამართავს. შეხვედრაზე განიხილება ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილობრივი წარმოშობის დასახელებების ჩინეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის საკითხები. შეხვედრაზე განიხილება ასევე ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

ბეჭდვა