დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
იწვიმებს, როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში.
აღმოსავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში იქროლებს დასავლეთის ქარი, რომელიც თანდათან შესუსტდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 24-დან 29 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში 26-31 გრადუსია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, წვიმიანი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
