ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს „ნორჩი ეკონომისტის სკოლის“ მოსწავლეთა II კონფერენცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ეკონომიკის სფეროთი დაინტერესების მიზნით, კონფერენციის ფარგლებში „ნორჩი ეკონომისტის სკოლის“ მსმენელებს თსუ-ს პროფესორები ეკონომიკის სხვადასხვა თემატიკაზე მათთვის გასაგები ენით წაუკითხავენ ლექციებს.
კონფერენციის ბოლოს საზეიმო ღონისძიებაზე გამარჯვებული თემები გამოვლინდება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
„ნორჩი ეკონომისტის სკოლა“ თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში 2008 წლიდან ფუნქციონირებს.
