თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
11:05 22.12.2016
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დედაქალაქის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.

საღამოს 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: გუმათჰესის, ჭიჭინაძის, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ნაკადულის, ოცხელის და წურწუმიას ქუჩებს, წმ.ბარბარეს, 31-ე ქარხნის და აეროდრომის დასახლებებს.

ამასთან, დღეს, 13:30სთ-დან 23 დეკემბრის, 01:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას;

ნაძალადევის რაიონში: თიანეთის ქუჩის N97-დან N137, N86-დან N104, ჩარგლის ქუჩის N1-დან N71, N2-დან N56, სანზონის ქუჩის ნაწილს, გუდამაყრის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: თამარ მეფის გამზირს:

ჩუღურეთის რაიონში: ზაზიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ყირიმის, ქინქლაძის და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში: ფშავის, შილდის, ახალდაბის, ოძისის, ჟონეთის, მარტყოფის, დმანისის და მიმდებარე ქუჩებს;
ბეჭდვა